მათი ინფორმაციით, ენგურის ხიდის იმ ნაწილში, რომელსაც აფხაზური და რუსული მხარე აკონტროლებენ, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას მკვიდრს, 57 წლის ქალბატონს აფხაზური პასპორტი დაუჭრეს და სცემეს. ცემის მიზეზად თვითმხილველები რუსი ოკუპანტების მიმართ შეწინააღმდეგებას ასახელებენ. "ქალბატონს ამ დილით რუსმა ოკუპანტებმა აფხაზური პასპორტი წაართვეს.
ისინი ამბობდნენ, რომ ეს პასპორტი ყალბია და მაკრატელით დაჭრეს. ლ.კაჭარავა ამაზე მათ შეეწინააღმდეგა და ხელიც მოუქნია. მაშინ მასთან მივარდა სამი რუსი ჯარისკაცი ერთად და უმოწყალოდ სცემეს ეს ქალი. ჩვენ, სხვა გადამსვლელებს იმის საშუალებაც არ მოგვცეს ადგილზე გავჩერებულიყავით. მერე შორიდან დავინახეთ რომ ის ქალი მანქანაში ჩასვეს და გალის მიმართულებით წაიყვანეს”, - აცხადებს თვითმხილველი ნ.გ
რუსი ოკუპანტები ენგურის ხიდზე შექმნილ ვითარებას რუსული ვერტმფრენებიდანაც აკვირდებიან. ისინი გალში მცხოვრებ ქართველებს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვის უფლება არ აძლევენ. ადგილობრივთა განცხადებით რუსი სამხედროები ე.წ. აფხაზურ პასპორტებს ამოწმებენ და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ამ საბუთს ართმევენ ან ადგილზე ანაგურებენ.
მასალის გამოყენების პირობები






