საქართველოში ფიზიკური პირებისათვის Facebook რეკლამა გაძვირდა, რისი მიზეზიც ქვეყანაში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებია.
ახალი კოდექსის ფარგლებში მთავრობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს დაბეგრავს, მათ შორისაა FACEBOOK-ი, BOOKING-ი, GOOGLE-ი, YOUTUBE-, NETFLIX-ი, SPOTIFY და სხვა კომპანიები.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეს ვალდებულება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
რეკლამა, რომელსაც ფიზიკური პირები საკუთარი გვერდების “დასაბუსტად” ყიდულობენ დღგ-ის ოდენობით, ანუ 18%-ით გაძვირდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შეიქმნა პორტალი - https://nr.rs.ge/ რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას.
იმისათვის, რომ აღნიშნულ მულტინაციონალურ კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი დრო, გაეცნონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მოახდინონ საქართველოში მათი მომხმარებლების ინფორმირება და მოამზადონ შესაბამისი ტექნიკური ბაზა, მათთან გამართული მოლაპარეკებების შედეგად, გადაწყდა აღნიშნული წესების განხორციელების ვადის გადაწევა 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე.
მასალის გამოყენების პირობები