საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა - ISSP-ს კვლევა
საზოგადოება - 15:21, 30 Jul, 2021     1536

„საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის“, ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყნაა.

ორგანიზაციამ კვლევა 33 ქვეყანაში ჩაატარა. საქართველოში გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ „ორ ზრდასრულ, ერთსა და იმავე სქესის ადამიანს შორის სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის არასწორია.“ ამ მაჩვენებლით, საქართველო სიის სათავეშია და მას 80%-ით თან მოსდევს თურქეთი, 78%-ით ფილიპინები და 69%-ით რუსეთი. გამოკითხვა არ ჩატარებულა საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ანალიზი აჩვენებს, რომ მონაცემები განსხვავდება გამოკითხულთა ასაკისა და სქესის მიხედვით. ჰომოფობიური განწყობები უფრო ნაკლებია ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულ ადამიანებში. ამასთან, ირკვევა, რომ ქალები უფრო ჰომოფობიურად არიან განწყობილნი, ვიდრე მამაკაცები. ამ მხრივ გამონაკლისია 35-54 ასაკობრივი ჯგუფი - ამ ასაკის ქალები და მამაკაცები, გამოკითხვის მიხედვით, თანაბრად ჰომოფობიური განწყობების არიან.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობის მქონე ქვეყნები მეტად ჰომოფობიურად არიან განწყობილნი, ვიდრე სხვა ქვეყნები. რელიგიური ნიშნით მოცემული სიის სათავეში ისლამია, რადგან გამოკითვაში მონაწილე თურქეთის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მართლმადიდებელი აღმსარებლობის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი.

კვლევის შესახებ, „კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრის“, CRRC-ის მკვლევრების მიერ, „OC MEDIA”-თვის მომზადებულ სტატიაშია საუბარი.

წყარო: ამერიკის ხმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42