თბილისში აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიჰანოვი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვნეს. პირველადი მონაცემებით, სიკვდილის სავარაუდო მიზეზი შენობიდან გადმოვარდნაა.
გარდაცვლილის ახლობელი ავთანდილ მამედოვი ვარაუდობს, რომ მისი სიკვდილი აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებში შედიოდა, რადგან სამშობლოში ყოფნის დროს გამუდმებით განიცდიდა სახელმწიფოსგან შევიწროებას და პოლიციაც სდევნიდა. მამედოვის განმარტებით, ბაკიჰანოვს გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაპირისპირება ჰქონდა აზერბაიჯანელების გარკვეულ ჯგუფთან და არსებობდა ეჭვი, რომ ეს ჯგუფი სწორედ აზერბაიჯანის მთავრობის მიერ იყო მიგზავნილი.
ბაკიჰანოვი 7 მაისს ბაქოში დააკავეს და 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ის ღიად აცხადებდა, რომ პოლიციამ აწამა. აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები