ბესიკ თორდუას ადვოკატი კვლავ დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. ლაშა შუკაკიძე ამტკიცებს, რომ 26 წლის ყაზახი გოგოს, აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული თორდუა, რომელიც 15 ივლისს გარდაიცვალა, მოკლულია, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრს ან ნათესავს დაზარალებულის მონაცვლის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას შუკაკიძემ ცოტა ხნის წინაც მიმართა, თუმცა უარი მიიღო, დღეს კი შოთაძის უწყებას უარის გასაჩივრების მიზნით მიმართა.
"ყველაზე დიდ ეჭვს ჩემში იწვევს, თუ რატომ მოხდა ამ ადამიანის მკვლელობა. იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ადამიანის მოკვლა არ არის ეს მარტივი და რაღაც მიზერული თანხით ასეთი ფორმით, კარგად ინსცენირებული, განახორციელო ადამიანის მკვლელობა. რაც შეეხება კლინიკას, ბესიკ თორდუა ფაქტობრივად კლინიკაში გადაიყვანეს უგონო, მკვდარ მდგომარეობაში, უბრალოდ ხელოვნურად იყო გული ამუშავებული", - ამბობს ადვოკატი ლაშა შუკაკიძე.
მასალის გამოყენების პირობები