სპეცოპერაცია თბილისში - 5,5 კგ ნარკოტიკული საშუალებისა და 11 ლიტრამდე ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
კრიმინალი - 14:07, 29 Jul, 2021     1609

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული სშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე. ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ვ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 5 ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

რაც შეეხება 1995 წელს დაბადებულ ი.ბ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი დაკავშირებული იყო სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“ არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფთან და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას და ლოკაციებზე განთავსებას ახდენდა.

პოლიციამ ი.ბ. თბილისში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 4 ცალი პლასტმასის ბოთლი, რომლებშიც მოთავსებული იყო 5 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

2001 წელს დაბადებული ე.ი. და 2000 წელს დაბადებული ნ.ნ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნარკოდანაშაულისთვის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს და ნ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. ბრალდებულების სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“ და ,,ჰეროინის“ შემცველი 1 კილო და 600 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება.

პოლიციამ სულ ნივთმტიცებად ამოიღო: 5 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42