ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, ციტრუსის ექსპორტი განახლდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:13, 21 Dec, 2013     2372

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ციტრუსის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრნენ. შტაბის წევრებმა ცირტუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში წარმოადგინეს.

ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, ციტრუსის ექსპორტი განახლდა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზით. დღეის მონაცემებით, 30 000 ტონამდე ციტრუსის ექსპორტი უკვე განხორციელდა. არსებული მონაცემებით, სახმელეთო გზებით (ლარსისა და წითელი ხიდის გავლით) ყოველდღიურად ექსპორტზე 1000 ტონამდე მანდარინი გადის. ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა გაიზარდა უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზე.

შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, შალვა ფიფია და არჩილ ხაბაძე გონიოს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ პავილიონში იმყოფებოდნენ, სადაც მანდარინის დახარისხებისა და საექსპორტოდ დაფასოების პროცესს დაესწრნენ. აღნიშნულ პავილიონში გონიოსა და მიმდებარე სოფლებიდან ციტრუსის მიღება აქტიურად მიმდინარეობს.

გონიოს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი პუნქტიდან უკვე ექსპორტირებულია 600 ტონამდე მანდარინი. სეზონის დასრულებამდე აღნიშნული პავილიონდან რუსეთის მიმართულებით 1000 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42