რა მოხდება თუ საპენსიო მომსახურება რამდენიმე ბანკზე გადანაწილდება - 200 000 პენსიონერი შესაძლოა პენსიის გარეშე დარჩეს
პოლიტიკა - 09:34, 29 Jul, 2021     6297
თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები, ტრადიციულად, სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებზე აქტიური გამოსვლებით გამოირჩევიან. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უშუალოდ ეხება ამომრჩეველთა ყველაზე დიდ ნაწილს- 900 ათასამდე ადამიანს, პენსიების თემაა.

თუკი ამ დრომდე ყველა პარტიის მხრიდან აუცილებლობადაც კი მიიჩნეოდა ამომრჩევლისთვის პენსიის მომატებაზე ხმამაღალი განცხადებებით თავის მოწონება და კონკრეტული თანხის დასახელება, ამჯერად ეს მიდგომა შეიცვალა და პენსიონერებისთვის არაერთი დაპირებით უკვე კარგად ნაცნობმა, მაგრამ სახეცვლილმა პოლიტიკოსებმა ახალი აჟიოტაჟით სცადეს ელექტორატის ყურადღების მიქცევა.

ამჟამად, წინასაარჩევნო სეზონზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სიახლე- არსებული საპენსიო მომსახურების სქემის რადიკალურად შეცვლა დაასახელა. მას რამდენიმე კოლეგა არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაც აჰყვა, მაგრამ პენსიონერებისთვის არცერთს განუმარტავს, რა უარყოფითი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ გამართულმა საპარლამენტო თუ ქუჩის ფორმატის პერფორმანსებმა.

ერთი შეხედვით, მარტივად გამოიყურება პოლიტიკოსების სურვილი- ერთი ბანკის ნაცვლად, პენსიების დარიგებას მოემსახუროს რამდენიმე ბანკი, ხოლო პენსიონერმა თავად აირჩიოს, სად სურს კუთვნილი თანხის აღება, თუმცა აუცილებელია, პენსიების დარიგების საკითხი, პირველ რიგში, პენსიონერების ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდეს და ამ პროცესით არც სახელმწიფო დაზარალდეს.

თუკი დღეს პენსიებს და სხვა სოციალურ გასაცემლებს ექსკლუზიურად ემსახურება ერთი კომერციული ბანკი, მისი სერვისით სარგებლობს უკლებლივ ყველა პენსიონერი, მათ შორის 1300-მდე ისეთ სოფელში, სადაც არც ერთი ბანკი და არც ერთი ბანკომატი არ ფუნქციონირებს, საპენსიო ტენდერის დაშლის შემთხვევაში, გართულდება ადმინისტრირება, გაიზრდება სახელმწიფო ბიუროკრატიის მოცულობა და შესაბამისად, ამ პროცესთან დაკავშირებული ხარჯი.

ამჟამად პენსიების დარიგებაში სახელმწიფო არაფერს უხდის ტენდერში გამარჯვებულ ერთ ბანკს, ანუ „ლიბერთი“ ყოველთვიურად უფასოდ არიგებს პენსიას. ამაში არც პენსიონერები იხდიან რაიმე საკომისიოს - ასეთია დღევანდელი მოდელი.

ასევე საგულისხმოა, რომ დღემდე, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ არცერთ ტენდერში, სხვა რომელიმე ბანკს, ინტერესის გამოხატვის ეტაპის მიღმა, პენსიების დარიგების უფლების მოსაპოვებლად, მონაწილეობა არ მიუღია.

უდავოა, სისტემა გაცილებით გამართულად იმუშავებს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებელია ერთი აგენტი, რომელიც სერვისს ახორციელებს სრულად, გამართული ინფრასტრუქტურით და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე იმ სოფლებშიც კი, სადაც ბანკს „ხელით მიაქვს“ პენსია და თანხას ბენეფიციარებს ნაღდი ფულის სახით ურიგებს.

პარლამენტში, ან ქუჩაში მოწყობილი პერფორმანსების ავტორ პოლიტიკოსებს არ გახსენებიათ, რომ დღეს, ასეთი სერვისით სარგებლობს ჩვენი 200 000-მდე თანამოქალაქე, ჯამურად კი პენსიონერების დაახლოებით მეოთხედი. იმის გამო, რომ 1 300-ზე მეტ სოფელში, სადაც არც ერთი ბანკის სერვის-ცენტრი, ბანკომატი ან საზოგადოებრივი ცენტრი არ ფუნქციობს, მათ შორის - არც დღეს სერვისის განმახორციელებელი ბანკის, 30 ათასამდე პენსიონერთან „ლიბერთის“ ბინაზე მიაქვს პენსია.

თუკი საპენსიო ტენდერი დაიშლება და რამდენიმე ბანკს მოუხდება ამ სერვისის განხორციელება, ასეთ შემთხვევაში, ლოგიკურად, ყველა კომერციული ბანკი და მათ შორის, „ლიბერთიც“, პირველ რიგში, პენსიების დარიგების მომსახურებაზე ინტერესს გამოხატავენ თბილისში, დიდ ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში.

რაც შეეხება მაღალმთიან და შედარებით მცირე დასახლებებს - იმ 1 300 სოფელს და 200 ათას პენსიონერს, დიდი ალბათობით, იქ უკვე აღარც „ლიბერთის“ ექნება კომერციული ინტერესი და, მით უფრო, არც სხვა ბანკებს, რომლებსაც „ლიბერთიზე“ ბევრად პატარა ქსელი აქვთ, რამდენადაც მხოლოდ ამ სეგმენტის უფასოდ მომსახურება, ნებისმიერი ბანკისთვის გაუმართლებელი ხარჯი იქნება.

ამ ყველა ასპექტის გათვალისწინებით, სერიოზულად დგება 200 000 პენსიონერის მომსახურების გარეშე დარჩენის საფრთხე, ან უკეთეს შემთხვევაში, ამ სოფლებში პენსიის დარიგების სერვისის ფასის გადახდა შესაძლოა თავად პენსიონერებს მოუწიოთ საკუთარი პენსიიდან, როგორც ეს ადრე, ბევრი წლის წინ იყო.

ამ დეტალებზე საუბარი, ცხადია, დღეს პენსიონერების ინტერესების ხმამაღალი განცხადებებით „დამცველ“ პოლიტიკოსებს არც სურთ და არც აწყობთ, მაგრამ საბოლოდ, რომელიმე მხარეს აუცილებლად მოუწევს ფულის გადახდა იმაში, რაც სერიოზულ ხარჯებს უკავშირდება. ყველაზე ცუდი კი ის იქნება, თუკი ამ ხარჯის გადახდა ისევ პენსიონერებს დააწვება ტვირთად.

ასე, რომ საპენსიო ტენდერის დაშლის და მომსახურების სხვადასხვა ბანკზე გადანაწილების შემთხვევაში, სერვისი, მთლიანობაში, ბევრად გაძვირდება - სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ან, რაც კიდევ უფრო უარესი შეიძლება აღმოჩნდეს, პენსიონერებისთვის.

ტენდერის დაშლის პოლიტიკოსების არგუმენტი და „კეთილი ნება“, რომ ბანკების კონკურენციის პირობებში პენსიონერს მიეცემა შესაძლებლობა, აირჩიოს უკეთესი პირობები, მათ შორის სესხის პირობებზეც, გაურკვეველი და ბუნდოვანია, რადგან საინტერესო ისაა, რომ დღევანდელი მოდელით პენსიონერი ისედაც არ არის შეზღუდული აირჩიოს ბანკი როგორც პენსიის, ისე სეხის აღების მხრივ. ნებისმიერ პენსიონერს დღესაც შეუძლია, დააფიქსიროს ლიბერთი ბანკში მოთხოვნა და ყოველთვიურად, ლიბერთიში მის ანგარიშზე ჩარიცხული პენსია გადაირიცხოს მისსავე ანგარიშზე სხვა ბანკში უფასოდ, ანუ ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე.

ანალოგიურად, დღესაც ნებისმიერ პენსიონერს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს სესხი სხვა ნებისმიერ ბანკში, თუკი ის დააკმაყოფილებს იმ ბანკის სასესხო პირობებს. დღევანდელი მონაცემებით, პენსიონერების დაახლოებით 20% სწორედ ლიბერთის გარეთ, სხვადასხვა ბანკებში სარგებლობენ სესხებით.

შესაბამისად, ტენდერის „დაშლის“ ინიციატორი პოლიტიკოსების ერთადერთი მკაფიო არგუმენტი, რომ დღეს პენსიონერს შეზღუდული აქვს ბანკის არჩევის თავისუფლება და სხვა ბანკში სესხის მიღების შესაძლებლობა, არ შეესაბამება სიმართლეს და განპირობებულია ისევ და ისევ პენსიების თემის გააქტიურების რეალური პოლიტიკური კონტექსტით - წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით, საიდანაც რეალურად დაიწყო პენსიების საბანკო მომსახურების ტენდერის დაშლაზე საუბარი.

საბოლოო ჯამში, საპენსიო ტენდერის დაშლით ყველაზე მეტად და ისიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ მოიგებენ ინიციატივის ავტორი პოლიტიკოსები, თუმცა დიდი ალბათობით დაზარალდება მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე პენსიონერი. ამასთან ერთად, ეს გადაწყვეტილება დამატებით სირთულეებს შექმნის სახელმწიფო აპარატისთვის და დამატებით ხარჯებად დააწვება ბიუჯეტსაც.

მსგავსი პროცესების წინასწარ განსაზღვრა და გაანალიზება მოუწევს სპეციალურ უწყებათაშორის კომისიას, რომელიც ახლო მომავალში უნდა ჩამოყალიბდეს და ტენდერის ვადებისა და პირობების გამოცხადებამდე საპენსიო მომსახურების პროგრამის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე უნდა იმუშაოს.

საინტერესოა, კომისიის წევრები წინასაარჩევნო აჟიოტაჟის ფონზე რამდენად გაითვალისწინებენ პირველ რიგში პენსიონერების და სახელმწიფოს ინტერესებს და რის საფუძველზე მიიღებენ ახალი ტენდერის ჩატარების გადაწყვეტილებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42