დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა შესაძლებელია, თუმცა არა ყველა პრეპარატით. მისი განმარტებით, "სინოფარმითა" და "სინოვაკით" ორსულის აცრა არ შეიძლება, რადგან კლინიკური კვლევები ამ ეტაპზე ამ მიმართულებით არ ჩატარებულა, რაც შეეხება "ფაიზერს", ორსულებისთვის ის უსაფრთხოა და პირად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, აცრა შესაძლებელია:
"სინოვაკს" და "სინოფარმს" ჯერჯერობით უწერიათ ინსტრუქციაში, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე არ არის კლინიკური კვლევები დასრულებული და სანამ არ დასრულდება კვლევები ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. "ფაიზერს" ჩაწერილი აქვს ინსტრუქციაში, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსულები. ამიტომ დღევანდელი სიტუაციით "ფაიზერზე" შეიძლება ორულების აცრა, "სინოფარმით", "სინოვაკით", არა", - განაცხადა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






