საოპერო მომღერალი, ანიტა შვილი მალე დედა გახდება. იგი შვილს ოთარ მაისურაძეისგან ელოდება, წყვილი უკვე 5 წელია, რაც ქორწინებაშია და ეს მათთვის პირველი შვილი იქნება.
ანიტამ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის 5 თვის ორსულია.მომღერალი თაყვანისმცემლებს წერს, რომ სცენას დროებით დაემშვიდობა და იანვარში, გოგონას დაბადების შემდეგ დაბრუნდება.
„ორსულობის მეხუთე თვე და ჩემი ბოლო შესრულება ხანგრძლივი შესვენების წინ, რომელიც ახლა იწყება. ნოემბრის ბოლოს პატარა გოგო დაიბადება, დაბრუნებას იანვრისთვის ვგეგმავ. San Carlo-ს თეატრში ჩემი დებიუტი იყო და არასდროს დამავიწყდება ეს ჯადოსნური საღამო. ზუსტად ეს საღამოა მიზეზი, რის გამოც სიმღერასა და თეატრს ვაღმერთებ. ყველაფერი იყო სრულყოფილი, ხოლო ჩვენ აღფრთოვანებულნი და ბედნიერები ვიყავით“, - წერს ანიტა რაჭველიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები