"კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა
ჯანმრთელობა - 13:34, 26 Jul, 2021     1573

ა(ა)იპ "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთობისათვის" მორიგ საქველმოქმედო აქცია ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა. სოფელი ხუცუბანი რამდენიმე თემს აერთიანებს.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვისთავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვისაღმასრულებელი დირექტორი), ენდოკრინოლოგი მარინე წიკლაური, ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი.

აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ზეიკიძე, შალვა მაჩიტიძე და დავით ველლთაური.

როგორც „კუმ დეოს“ თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, სოფელ ხუცუბანში, რომელიც რამდენიმე თემს აერთიანებს, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანიებს - ,,ჯი ფარმასა" და „კრკა“-ს ხელშეწყობით, უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.

გარდა ამისა, „კუმ დეოს“ გუნდმა მოსახლეობას, ტრადიციულად, „ზედაზენის“ პროდუქციაც გადასცა.

„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა აქცია საქველმოქმედოა. ტრადიციას ვაგრძელებთ და ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანის მოსახლეობას ვაწვდით უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მედიკმენტებს. ჩვენ საქველმოქმედო აქციებს გავაგრძელებთ და უახლოეს მომავალში ლეჩხუმში ვაპირებთ ჩასვლას,“ - აცხადებს „კუმ დეო - მედისკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.

ქობულეთის მუნციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში „კუმ დეომ“ საქველმოქმედო აქცია უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის ხელშეწყობით განახორციელა.

შეგახსენებთ: ორგანიზაციამ - „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეშვიდე საქველმოქმედო აქცია გამართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნამდე უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - წვირმისა და ლატალის, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხის მოსახლეობას გაუწია.

აღსანიშნავია, რომ ამიერიდან „კუმ დეოს“ საქველმოქმედო აქციების მხარდამჭერი „ლიბერთი ბანკი“ გახდა - ,,კუმ დეოსა" და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42