სიცრუეა თითქოს ლაშქარავა ბიუროში სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსებიდან 1 საათისა და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს
საზოგადოება - 10:15, 26 Jul, 2021     1355

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა, ცხედარი კი ბიუროში რამდენიმე წუთში მიასვენეს, რაც ბიუროს ცნობითვე, როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით დადასტურებულია.

„2021 წლის 25 ივლისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა Post Factum-ში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით თითქოს, გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით შეიყვანეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში შემოყვანილ იქნა 2021 წლის 11 ივლისს, 11 საათსა და 18 წუთზე და დარეგისტრირდა პროცედურების შესაბამისად.

თუ გავითვალისწინებთ საჯაროდ გავრცელებულ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებს, სადაც ასახულია ლექსო ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება, რაც მოხდა დაახლოებით 11:00 საათზე, ცალსახაა, რომ ცხედარი ბიუროში რამდენიმე წუთში მოასვენეს, რაც დადასტურებულია როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ბიუროს პრესცენტრთან აქტიური კომუნიკაციის მეშვეობით 11 ივლისსვე ჰქონდა ინფორმაცია არაერთ ჟურნალისტს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აშუქებდნენ გარდაცვლილი ოპერატორის საქმეს.

სამწუხაროა, რომ Post Factum-ის ჟურნალისტის მიერ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც შეურაცხმყოფელია და რეპუტაციის შემლახველი ბიუროს საქმიანობის და აქ დასაქმებული ექსპერტების მიმართ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გამო და უსამძიმრებს ოჯახს”, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42