"ნაციონლაური მოძრაობის" წევრი , რომან გოცირიძე, Facebook-ზე 63-ე საყოველთაო ნათლობას ეხმაურება , რომელიც დღეს, სამების ტაძარში გაიმართება, და აღნიშნავს, რომ "საყოველთაო ნათლობის ჩატარება უპასუხიმგებლო საქციელია".
გოცირიძე ხელისუფლებას საკუთარ რეკომენდაციებს შეახსენებს, რომლის მიხედვითაც, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში, მოქალქეებს პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
"სამთავრობო ექიმებმა, ხუთ კაცზე მეტი თუ შეიკრიბებით, პირბადე ატარეთო და დისტანცია მაინც დაიცავითო. საინტერესოა, რას იტყვიან დღეს სამებაში გასამართ ჩვილ ბავშთა საყოველთაო ნათლობაზე, სადაც 1600 ბავშვი მოიყრის თავს. იმედია, პირბადის ტარებისკენ მაინც მოუწოდებენ სასულიერო პირებს. მას შემდეგ, რაც სულ ახლახან ორი ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა და ისიც ცნობილია, რომ ინდური შტამი თანაბრად არ ინდობს არც დიდსა და არც პატარას, საყოველთაო ნათლობის ჩატარება არის უპასუხიმგებლო საქციელი",- წერს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






