"რა მოხდა მერე, მე სკოლაში პედაგოგები მეალერსებოდა ყველაფრის ხაზგადასმა ხომ არ შეიძლება" - ამბობს სკოლის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი, დავით მამალაძე.
"არანაირ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგების დისკრედიტაციის მცდელობა, მოადინენ უკვე ჟრნალისტების, არასამთავრობოების, ყველა სფეროს წარმომადგენლების დისკრედიტაცია და ახლა მიადგნენ პედაგოგებს. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფმა როცა ის აბიტურიენტს მისსავე კომპიუტერში გამოსახულ საკითხზე შეკითხვას პასუხობდა, 64 წლის კაცია პასუხისას ცალი ხელით დაეყრდნო 18 წლის გოგონას მუხლს და მეორე ხელით აუხსნა აბიტურიენტს საკითხი, ეს სულ განმეორდა ორჯერ, მეორეჯერ გოგონამ ხელი ააღებინა, ადამიანი შეწუხდა ეს რატომ იფიქრა სხვანაირადო და იმ წამსვე ათასი ბოდიში მოუხადა მამაშვილურად. რა მოხდა მერე, მე სკოლაში პედაგოგები მეალერსებოდა ყველაფრის ხაზგადასმა ხომ არ შეიძლება" - ამბობს ადვოკატი, რომლის კომენტარსაც "გურიის მოამბე" ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები