"ლიტჰაიკერი“-2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საზოგადოება - 12:05, 24 Jul, 2021     1099

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელი სალომე ბუთხუზი გახდა, მეორე ადგილი ლევან ღავთაძემ დაიკავა, მესამე ადგილზე კი ნინო სარიშვილი გავიდა. მათ გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზები მიიღეს. I ადგილზე გასულ კონკურსანტს 500 ლარი და 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, II ადგილზე: 300-ლარიანი ვაუჩერი, III ადგილზე გასულ მონაწილეს კი 150-ლარიანი ვაუჩერი. ამასთან, გამარჯვებულებს და ფინალისტებს თსუ-მ სამახსოვრო საჩუქრები და უნივერსიტეტის გამომცემლობის ნაკრები გადასცა.

წელს კონკურსანტებმა პროექტისთვის შერჩეული ქართველი ავტორების 10 წიგნი წაიკითხეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მწერლებს, საკონკურსო წიგნების ავტორებსაც შეხვდნენ. პირველი შეხვედრა არჩილ ქიქოძესთან, მეორე კი ბექა ადამაშვილთან გაიმართა.

კონკურსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს 5 უნივერსიტეტის: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდენ. პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობაა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე წელია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

„პროექტი, რომელიც, თავის დროზე, სწორედ სტუდენტების იდეის საფუძველზე ჩამოყალიბდა, მეშვიდე წელია წარმატებით ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლევანდელი კონკურსი იმით იყო გამორჩეული, რომ ყველა საკონკურსო წიგნის ავტორი იყო ქართველი მწერალი და ეს ლიტერატურულ მოგზაურობას განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა სტუდენტებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მომავალშიც წარმატებით განხორციელდება ჩვენი პარტნიორების დიდი მხარდაჭერით“,-განაცხადა თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა მამაგულიშვილმა.

პროექტის პარტნიორია „სულაკაურის გამომცემლობა“. როგორც გამომცემლობის ქართული პროზის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი თავხელიძემ აღნიშნა, კონკურსმა წარმატებით ჩაიარა, რაც იმედს აჩენს, რომ ქართულ თანამედროვე პროზას კონკურსანტების სახით ახალი მკითხველები შეემატა. „უკვე მეორე წელია, რაც ამ კონკურსის მხარდამჭერები ვართ და ძალიან გვინდა, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდეს. ვულოცავ ყველა ფინალისტს და გამარჯვებულს. იმედი მაქვს, რომ ისინი გამოიყენებენ ჩვენს საჩუქრებს და მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებენ კითხვას“,-აღნიშნა ნინი თავხელიძემ.

„ლიტჰაიკერში“ მონაწილეობამ პროექტის გამარჯვებულს, თსუ სტუდენტს სალომე ბუთხუზს საყვარელი მწერალი აღმოაჩენინა. მისი აზრით, ეს პროექტი არის საუკეთესო შესაძლებლობა ლიტერატურით და კითხვით დაინტერესებული სტუდენტებისთვის - მიიღონ ახალი ცოდნა და გაეცნონ ახალ ავტორებს. „ლიტჰაიკერს, პირველ რიგში, ვუმადლი იმ ჩინებულ გრძნობას, რაც პროექტის ორგანიზატორებმა მომანიჭეს და ეს არის საყვარელი მწერლის აღმოჩენა. იმ ვაუჩერით, რომელიც გადმომეცა, პირველ რიგში ზაირა არსენიშვილის სხვა წიგნებს შევიძენ. ლიტჰაიკერს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ზოგადად ლიტერატურა და წიგნები მეობის აღმოჩენაში გვეხმარება და ამაში დიდი წვლილი ამ პროექტმაც შეიტანა,“-განაცხადა სალომე ბუთხუზმა.

2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო (პროექტის სახელი „თაობა L“), 2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ („პლანეტა რიდმორი“), 2020 წლიდან კი პროექტის პარტნიორია „სულაკაურის გამომცემლობა“ („ლიტჰაიკერი“).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42