ეს არის კოორდინირებული შეტევა მედიაზე, რაც საგანგაშოა - NGO-ები ხელისუფლებას მედიაზე აგრესიის წახალისების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
საზოგადოება - 19:24, 23 Jul, 2021     1392

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია - ამის შესახებ ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, "პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი მედიის წარმოადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას".


"დღეს, 2021 წლის 23 ივლისს გავრცელდა პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, სადაც იგი ჟურნალისტებს “მოძალადეებს” და “პარტიულ აქტივისტებს” უწოდებს. სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას.

გუშინ, 2021 წლის 22 ივლისს, პირველმა ვიცეპრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას. მოგვიანებით, მან უარი განაცხადა ტელევიზიისათვის კუთვნილი ნივთის დაბრუნებაზე. მინისტრის ქცევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. გამოძიება უნდა დაიწყოს, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ისე სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.

გუშინვე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც მწვავედ გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლები და პრაქტიკულად მოუწოდა სასულიერო პირებს კომუნიკაცია შეწყვიტონ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან. საპატრიარქოს განცხადების პათოსი თანხმობაშია მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მედიის მიმართ ძალადობის ესკალაციის რისკებს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” პარტნიორი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ეს არის კოორდინირებული შეტევა მედიაზე, რაც საგანგაშოა იმის ფონზე, რომ ხელისუფლება არ ცდილობს მიიღოს პრევენციული ზომები ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უფრო მეტიც, ჟურნალისტების უფლებების პატივისცემისკენ მოწოდებებს “დეზინფორმაციას” და “ცილისწამებას” უწოდებს, ხოლო 5-6 ივლისს მედიის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობის ორგანიზატორებს არ აკავებს.

გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ძალების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმების რაოდენობას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება, საჯაროდ გაემიჯნოს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის.

მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ქონების მიტაცებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებთან მიმართებით.

მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს, შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • სატელევიზიო ქსელი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42