5 მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება რემონტის პროცესში
დღეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მშენებლობა და რემონტის პროცესი გაუვლია, გეტყვით, რომ მასალების სწორად შერჩევა არის ის საკვანძო მომენტი, რომელიც მთელ ამ საქმიანობას ან სწრაფად დაასრულებს, ან საგრძნობლად დახევს უკან. მასალების რაოდენობა, ხარისხი და, რაც მთავარია, მათი ერთმანეთთან შეთავსებადობა - ამ ყველაფრის გათვალისწინებაში რიგით მომხმარებელს პროფესიონალის დახმარება სჭირდება.
ამ პროცესში გამოვყოფთ 5 ძირითად ეტაპს, ესაა: დათბუნება, კედლების სათანადოდ მომზადება, ღებვა, წებოს მომზადება და კერამიკული ფილების გაკვრა.
დათბუნება
ხმისა და თბოსაიზოლაციო მასალები დღითიდღე უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ეს გასაკვირი არცაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უფროდაუფრო მეტი ადამიანი ეცნობა ეკოლოგიისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმაციას. გარდა იმისა, რომ თბოიზოლაციით აშენებული შენობებში ეფექტურად მცირდება ბუნებრივი რესურსების მოხმარება, ეს მაშინვე აისახება მომხმარებლის მიერ გადახდილ გადასახადებზეც: დაზოგილი ბუნებრივი რესურსი იქნება ეს ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი, გაცილებით უფრო ეკონომიურია.
დღესდღეობით საქართველოში მომხმარებელს შეუძლია ნახოს ქვაბამბის, მინაბამბისა და სხვა მასალებისაგან ნაწარმოები თბოსაიზოლაციო მასალები, რომლებიც, ერთი მხრივ, მსუბუქი და ადვილად გამოსაყენებელია, მეორე მხრივ კი, დიდხანს ინარჩუნებს სითბოსა თუ სიგრილეს წლის ცხელ და ცივ სეზონებზე.
თბოსაიზოლაციო ბრენდებს შორის ერთ-ერთი პოპულარული Izocam-ის ბრენდია, რომელიც სამართლიანად ითვლება ლიდერად იზოლაციის სფეროში. ბრენდის პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში ხდება.
კედლების მომზადება
კედლების მომზადებაში ვგულისხმობთ ამოშენებული ბლოკის კედლის გასწორებასა და ფითხს, რითაც მას ვამზადებთ უკვე კოსმეტიკური რემონტისთვის. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მასალის ხარისხი, რადგან უსწორმასწორო კედელი სწრაფად იბზარება, კერამიკული ფილები კი იბერება და ბოლოს, ტყდება კიდეც.
გარდა ამისა, კედლების მოსამზადებლად, განსაკუთრებით კი სველ წერტილებში, სპეციალისტები გვირჩევენ, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებას როგორც ინტერიერის, ისე - ექსტერიერის კედლების მოსამზადებლად.
ახალი რემონტის გაფუჭების საფრთხე რომ ავიცილოთ თავიდან, უპირატესობა ხარისხიან პროდუქტს უნდა მივანიჭოთ. ამ კუთხით, მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი უძველესი და დროში გამოცდილი ფრანგული ბრენდის Saint Gobain-ის შვილობილი კომპანია Rigips-ია, რომელიც არამხოლოდ თაბაშირ-მუყაოს ფილებს და მის აქსესუარებს აწარმოებს, არამედ - ფითხის მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს მომხმარებელს.
კედლის მომზადება კერამიკული ფილებისთვის
შემდეგი ეტაპი, თუკი სველ წერტილებს ვარემონტებთ, კერამიკული ფილებისთვის კედლის მომზადებაა. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, სად ვაკრავთ ფილებს, რადგან ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის განსაკუთრებული მდგრადობის წებო-ცემენტი უნდა შევარჩიოთ.
ამ შემთხვევაში მსოფლიოში და უკვე საქართველოში კარგად ცნობილი ბრენდის, Betek-ის წებო-ცემენტი შეუცვლელია. ელასტიურობის გამო წებოცემენტი კერამიკულ ფილაზე მუშაობის საშუალებას იძლევა. მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება საცურაო აუზში, წყლის რეზერვუარებში, აბანოში, საპირფარეშოსა და სამზარეულოში; ინტერიერში თუ ფასადზე, მისი ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გამოყენებაა შესაძლებელი.
შეღებვა
შეღებვა უკვე ის ნაწილია, როდესაც რემონტის პროცესი სასიამოვნო და შემოქმედებითიც კი ხდება ხოლმე. თუმცა ამ ეტაპზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფუძე, ისე - ფერი, ყურადღებით იქნას შერჩეული. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ვღებავთ: ინტერიერი თუ ექსტერიერი, ბავშვის ოთახი თუ სასტუმრო ოთახი და ა.შ. FAWORI-ს პროდუქცია განსახვავებული მოთხოვნებისთვის განსხვავებული მახასიათებლების მქონე პროდუქტებად იყოფა: წყლის, ნესტისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების მიმართ გამძლე საღებავები ფასადებისთვის; ეკოლოგიურად სუფთა და მარტივად წმენდადი საღებავები ბავშვების ოთახებისთვის; განსაკუთრებული ფერები კი - სხვა დანარჩენი ოთახებისთვის - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ მრავალფეროვანი პროდუქციისა, რასაც FAWORI-ს ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს.
კერამიკული ფილები
და ბოლოს, კერამიკული ფილები როგორც შიდა, ისე - გარე მომხმარებისთვის, ჰორიზონტალურ და ვერტიკალური ზედაპირებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო დეტალი ჩვენი სახლისთვის - სააბაზანოში, საპირფარეშოში, სამზარეულოში, აივანსა თუ ეზოს მოსაპირკეთებლად.
კერამიკული ფილების ფართო არჩევანს მსოფლიოში კარგად ცნობილი BIEN-ის ბრენდი გთავაზობთ, რომლის ოფიციალური პარტნიორიც საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაა“.
სწორედ „ნოვაშია“ შესაძლებელი რემონტის დანარჩენი 4 ძირითადი კომპონენტისთვის მასალებისა და ჩამოთვლილი ბრენდების შეძენაც. Fawori, Izocam, Betek, Rigips და Bien ნოვას ოფიციალური პარტნიორები არიან.
ყიდვის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, „ნოვამ“ ვებ-გვერდი შექმნა, მასშტაბური ციფრული მაღაზია, სადაც თითოეული პროდუქტის ნახვა, დათვალიერება, ფასების შედარება, ყიდვა და თბილისის,ქუთაისის და ბათუმის მასშტაბით გამოწერილი ნივთის მიღებაა შესაძლებელი.
50 ათასი დასახელების პროდუქტი 12 სხვადასხვა მიმართულებით უკვე ჩაეშვა „ნოვას“ მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში.
,,ნოვას’’ მიზანია შეუქმნას მომხმარებელს კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ, დღევანდელ რეალობაში კი ამ კომფორტს კომპანია ერთი საიტის ქვეშაც გვთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები