ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, რომ "ფაიზერის" მეორე დოზაზე ვაქცინაცია 24 ივლისს 12:00 საათამდე გაიარონ სასურველ კლინიკებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთჯერადად აცრილ მოქალაქეებს პორტალი იმავე სამედიცინო დაწესებულებაში დაარეგისტრირებს, სადაც პირველი აცრა ჩატარდა:
„დღეს განახლდება რეგისტრაცია „ფაიზერის“ მეორე დოზებზე და 37 კლინიკაში, სადაც მათ უკვე ჩაიტარეს აცრები, საშუალება ექნებათ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. თქვენ იცით, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე. მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, აქ ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეებს მოქნილობას და ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ საშუალება, შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა შედარებით მოგვიანებით.
წინაწარი რეგისტრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს საიტი. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მსურველის დაკმაყოფილება მოხდება. მხოლოდ საიტის შეუფერხებელი მუშაობისთვის მიიღო IT სამსახურმა გადაწყვეტილება. ეს არის სწორი ფორმა იმისთვის, რომ არ მოხდეს კოლაფსი, რაც წინა რეგისტრაციაზე მივიღეთ. რა თქმა უნდა, თუ უარყოფითი პასუხი იქნება, შეატყობინებენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ამ მიწოდება-მოთხოვნის პირობებში რომელიმე ადამიანს უნდა მიუვიდეს უარყოფითი პასუხი, თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩართულია როგორც კლინიკების ცხელი ხაზი, ასევე 144 3, რომელიც არის კომპეტენტური ამ საკითხებში და შეუძლია თითოეული ადამიანის თუნდაც უარყოფითი პასუხის გადამოწმება, თუ რა იყო ამის მიზეზი და ამის გამოსწორება მოხდება მყისიერად“, - აღნიშნავს ტიკარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






