პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ "აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
საუბარია პერზერვატივის შეფუთვაზე, რომელიც 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობების შელახვად მიიჩნია, შედეგად, კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა. სააპელაციოში გასაჩივრების შემდეგ პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება მაინც ძალაში დარჩა. საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელსაც საზოგადოება სასამართლო კლანის ლიდერად იცნობს.
"სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, იქ სადაც ირჩევენ რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუონ და მიიღონ სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ თუნდაც მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელება", - წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მასალის გამოყენების პირობები