დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ძალიან დამძიმდა, რაც ძალიან დიდი საშიშროების წინაშე გვაყენებს. გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ქორწილების, ჭირის სუფრების, დაბადების დღეებისა და დიდი შეკრებებისგან:
"საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღეს და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს ის, რაც მასის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამას გააჩერებს ორი რამე: დაცვა წესების, რომ ცოტახანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ა,შ. და ავიცრათ ყველა", - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






