მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ მოკლული მამა-შვილის ნათესავები მკვლელობაში ეჭმიტანილი მამაკაცის სახლს თავს დაესხნენ. როგორც დაკავებულის დედა აცხადებს, ისინი რკინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, დაულეწეს ავტომობილები და მისი მეუღლე სასტიკად სცემეს:
"ჩემი ვაჟი მათ ქალიშვილს დაშორდა, იმის მერე კონფლიქტი არ ჰქონიათ, გუშინ რა მოხდა არ ვიცი. ღამე ჩემი ვაჟი რომ იქ მივიდა და ეს უბედურება მოხდა გოგოს ოჯახის მხრიდან 10-მდე კაცი, რკინისა და ჯოხის ხელკეტებით შეიარაღებული ჩვენ სახლს თავს დაესხნენ, ეზოში ორი მანქანა დაგვილეწეს, მერე ჩემი ქმარი გარეთ რომ გამოვიდა მას დაესხნენ, თავში ბლაგვი საგნები ურტყეს, თვალი დაუზიანდა, უგონო მდგომარეობაში რომ დაინახეს მერე თქვეს, მოდი ამის ცოლიც მოვკლათო და მე უკანა ეზოში ბავშვით ხელში გავიქეცი, ჩემი ქმარი საავადმყოფოში იმყოფება, ახლაც მძიმედაა. ჩემს ვაჟს სამი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა ობლად დედა მოუკლეს მამა კი ციხეშ ჩვენც გავნადგურდით", - აცხადებს დაკავებულის დედა.
შეგახსენებთ, მარნეულში 29 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა, სიდედრი და ცოლისძმა კი დაჭრა.
მასალის გამოყენების პირობები






