19 ივლისს სამართალდამცველებს, რომელთაც სკოლიდან დაურეკეს, ადგილზე, საგანმანათლებლო დაწესებულების საპირფარეშოში, 13 წლის ბიჭის დაჩეხილი ცხედარი დახვდათ. ნივთმტკიცებად კი, ნაჯახი ამოიღეს.
იქამდე, სკოლიდან არაერთმა მოსწავლემ მისწერა მეგობრებსა და მშობლებს, რომ შენობაში ნაჯახით შეიარაღებული ადამიანი დაინახეს.
ეჭვმიტანილი, 16 წლის ბიჭი, იმავე სკოლის მოსწავლეა დაკავებული. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი და მსხვერპლი ერთმანეთს არ იცნობდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა, რის შემდეგაც, 2019 წელს, თავის მოკვლა სცადა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ნაჯახი ონლაინ შეიძინა.
სინგაპურში ამ დრომდე მოქმედებს სიკვდილით დასჯა, თუმცა, იმის გამო, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია, თუ მას დანაშაული დაუმტკიცდება, სამუდამო პატიმრობა ელის.
სინგაპურში, რომელიც კრიმინალის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ამ ფაქტმა მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია
მასალის გამოყენების პირობები






