ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის დღევანდელ სტატისტიკას ეხმიანება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არ ატაროთ პირბადე და არ აიცრათ, არ წაგიცდეთ ფეხი 2616 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი! მე ამ ხელისუფლების ადვოკატად რომ არ გამოვდგები, კი იცით, მგონი! თავმოყვარე მთავრობა გადადგებოდა, მაგრამ მარტო მთავრობის უნიათობაშიც არ არის საქმე – მენტალობას რა ვუყოთ, მენტალობას! ვერასდროს ვერ გამოვალთ ასე ამ პიკებიდან და პლატოებიდან! არ დამიწყოთ ახლა აქ, ისრაელი ხო აიცრა და მაინც რა ამბავიაო! ანტივაქსერებს რომ თავი დავანებოთ, ჩემმა შვილებმა მითხრეს, აჭარაში პირბადით რო გვხედავდნენ, სარკასტულად გვიყურებდნენო! რა თაობა იქეთ, თაობა აქეთ! რო გაორმაგდება ეს ციფრი, კიდევ გამოვა ხალხი და იტყვის, ბლეფია ეს ყველაფერიო!
აიცერით! აიცერით! აიცერით და მიუხედავად სიცხისა, გაუძელით პირბადეს დახურულ სივრცეში მაინც! ფრონტის ქრონიკებივით შევეგუეთ – დღეს რამდენი გარდაიცვალააა? ფბ-ზე სტატუსები, კოვიდმა კიდევ ერთი ახლობელი წაგვართვააა – და ვართ ასე სტატუსების წერაში და სხვისკენ ხელის გაშვერაში!“-წერს იგი.
მასალის გამოყენების პირობები