დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ხელახალ დაწესებაზე იმსჯელა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესი ღია სივრცეში პირბადის ტარებაა. გამყრელიძის განმარტებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, საკითხს კი შტაბი დაამუშავებს და განკარგულებაში ცვლილება მალე შევა:
"მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეშიც აღარ მიმდინარეობს, დღეს გადაწყვეტილება იქნა, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს. პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანი, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება, დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, განკარგულებაში შესაბამისი ცვლილებები შევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






