საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აუდიო-მუსიკალური საღამო, “თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა
საზოგადოება - 13:19, 20 Jul, 2021     1082

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 19 ივლისს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილისადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა.

საღამო მიწვეულმა მოდერატორმა, ლევან ბერძენიშვილმა გახსნა, რომელმაც ვაჟა ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ უცნობი და საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები ვაჟა ფშაველას შესახებ, ასევე ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან.

ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტზე იყო აწყობილი, რომელიც ვაჟა ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება.

საღამოს მუსიკალური ნაწილი კი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და თავად ფილმის მუსიკალურ ბილიკზე იყო აწყობილი, რომელიც თანამედროვე არანჟირებით იყო წარმოდგენილი. მისულ სტუმრებს გიორგი ცაგარელის, ნიკოლოზ რაჭველის, ნატო მეტონიძეს, Zagareli & Strings და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ღონისძიება „არტარეასა“ და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42