ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის სკანდალური ვიდეომიმართვა - სასულიერო პირი ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა "დააბრალეს".
"მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა. რაღაც უნდა გააკეთო ყველა არ გამოდგება ასეთი ბრალდებისთვის, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. სისულელე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დაიწყო ლაპარაკი, ციანიდის საქმეზე და იყო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა", - თქვა მიტროპოლიტმა.
მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ "ეკლესიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო".
"აქედან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ეკლესიაზე, სისულელეების ლაპარაკი. გამოაცხადეს პატრიარქის მკვლელობა... წმინდა სინოდის სხდომაზე მე პირადად მოვახსენე მღვდელმთავრებს ეს გამოცოხადებული სიკვდილის ქრონიკა. მე ყველას ვუთხარი, რომ ჩვენ გამოგვიცხადეს პატრიარქის სიკვდილი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
მასალის გამოყენების პირობები