რეგიონული განვითარების სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:46, 20 Dec, 2013     1931

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 6 დეკემბრამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია.

2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში სულ 86 განცხადება შემოვიდა.

უწყებამ ყველა მათგანზე მოახდინა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს წერილობითი ფორმით აცნობა.

86 განცხადებიდან:

 75 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა

 1 განცხადებაზე უარი გაიცა

 1 განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სამინისტრომ მოქალაქეს სთხოვა მოთხოვნის პირველი პუნქტის დაზუსტება. გამომთხოვნს რეაგირება აღარ მოუხდენია.

 3 განცხადება მიმდინარეა

 4 განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაცია სამინისტროს კომპეტენციას არ წარმოადგენდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების მიხედვით, ეს განხადებები გადაიგზავნა შესაბამის დამოუკიდებელ საჯარო უწყებებში. ამის შესახებ კი განმცხადებლებს წერილობით ეცნობათ.

 1 განცხადებაზე სამინისტრომ მოქალაქეს სთხოვა მოთხოვნის დაზუსტება. გამომთხოვნს რეაგირება აღარ მოუხდენია.

 1 განცხადებაზე სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვება

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სამინისტროში შემოსული განცხადებებიდან, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში სულ 33 განცხადება გადამისამართდა. აღსანიშნავია, რომ 33-დან 10 განცხადება უფლებამოსილების მიხედვით გადაიგზავნა დამოუკიდებელ საჯარო უწყებებში, სამინისტროებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგეობებში. ამის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავის მე-80 მუხლის საფუძველზე, წერილობითი ფორმით და კანონით განსაზღვრულ ვადებში განმცხადებლებსაც ეცნობათ.

სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში გადამისამართებული 23 განცხადებიდან სზაკი-თ გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაზე გადაცილებით აღნიშნულმა უწყებებმა ინფორმაცია გასცეს 2 განცხადებაზე. 1 განცხადება მიმდინარეა. დანარჩენ მოთხოვნებზე კი კანონით განსაზღვრულ ვადებში ან დაუყოვნებლივ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა სურათი, სადაც გამოჩნდა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა უმეტესწილად დაცულია.

მაგალითად:

 10 მოთხოვნაზე პასუხი გაიცა დაუყოვნებლივ

 69 მოთხოვნაზე 10 დღის განმავლობაში

 7 მოთხოვნაზე 10 დღის გადაჭარბებით

შემოსული 86 განცხადებიდან 10-დღიან ვადაზე გადაჭარბებით ინფორმაცია გაიცა მხოლოდ 7 მოთხოვნაზე. ამათგან 5 ვადაგადაცილებით გასცა სამინისტროს აპარატმა, ხოლო სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა - 2 განცხადება.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის გადაცილების აღმოსაფხვრელად სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს.

12 თვის განმავლობაში სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯებმა ასლის მოსაკრებლის სახით, ჯამში შეადგინა 70.10 ლარი.

საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42