ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ტვ "პირველის" გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აცხადებს , რომ "ლექსოზე პასუხი უნდა აგოს მთელმა საზოგადოებამ".
სასულიერო პირმა კომენტარი ჟურნალისტებთან ზუგდიდში გააკეთა, სადაც სამღვდელოებას მედიის წარმომადგენლები საპროტესტო პერფორმანსით დახვდნენ და 5-6 ივლისის ძალადობა, მედიაზე თავდასხმა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება შეახსენეს.
"ლექსოზე პასუხი უნდა აგოს მთელმა საზოგადოების წევრებმა. თქვენ გგონიათ, თავისუფალი ხართ ამისგან? არ ხართ თქვენ თავისუფალი! არც ჩვენ ვართ თავისუფალი და პირველ რიგში დამნაშავეა "პრაიდის" ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები. თქვენ ცალსახად აშუქებთ რატომ არ მიდიხართ პრაიდის ხელმძღვანელებთან რატომ არ უსვანმთ შეკითხვებს, რატომ არ არიან ისინი ამაზე პასუხისმგებლები? არიან პასუხისმგებლები! პრაიდის ისინი აგებენ ამაზე პასუხს!",- ამბობს თეოდორე ჭუაძე.
მასალის გამოყენების პირობები






