ოზურგეთში ქუჩის ძაღლებმა ქალი დაკბინეს და ნაყიდი პროდუქტები გასტაცეს. როგორც გურიის მოამბე წერს, ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის და ეს პრობლემა ოზურგეთის მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს. ადგილობრივების თქმით, ქალაქის ქუჩებში გადაადგილება უფრო და უფრო საშიში ხდება:
"უკვე მერამდენე შემთხვევაა, ოზურგეთში უპატრონო ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენისა და მათთვის საკმაოდ მძიმე ტრამვების მიყენებასთან დაკავშირებით.
ახლაც გავიგე, რომ ოზურგეთელი ქალბატონი დაუკბენიათ მოხეტიალე ძაღლებს და ნაყიდი პროდუქტებიც წართმევიათ.
ეს პრობლემა უკვე რამდენიმე წელია აწუხებს ოზურგეთის მოსახლეობას და რაიმენაირად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს (რა თქმაუნდა ცხოველთა უფლებების დაცვით) ვისაც ევალებათ იმათ მიერ, ან მოსახლეობას ოფიციალურად რეკომენდაცია უნდა მიეცეს, რომ საღამოს საათებში ფეხით ქუჩაში აღარ იარონ, განსაკუთრებით მაშინ თუ კი ხელში ძეხვი, პური და რაიმე სახის პროდუქტი უკავიათ.
ამას ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ, რადგანაც ღამით ტყეში უფრო ნაკლებად საშიშია გადაადგილება ვიდრე ოზურგეთის ქუჩებში" - წერს გურიის მოამბე.
მასალის გამოყენების პირობები