სოციალურ ქსელში ლექსოსთვის შემქნილ ჟურნალისტების სპეციალურ ჯგუფში ლიკა ლეჟავა აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ფრანგი წყვილის მიერ გარდაცვლილი ოპერატორის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარწერაა კედელზე გაკეთებული:
"რამდენიმე დღის წინ ფრანგები გავიცანი ფაბრიკაში, გული არ გამიძლებდა რომ არ გამეზიარებინა ყველა ის ემოცია და მწუხარება რაც გვაქვს.შემპირდნენ რომ კედელს მოხატავდნენ ლექსოს ხსოვნისთვის. დღეს ფოტო ჩამიგდეს.
უფრო მეტი წარმოდგენისთვის ფრანგი წყვილი ახალციხეზეა შეყვარებული, ბიჭს მუხლზე ტატუ ქონდა ბადრიჯანი ქართულად. ორივემ იცოდა ლექსოს ამბავი მაგრამ მე მეტი მოვუყევი, დამამშვიდეს რომ ოდესმე აქაც შეიცვლება ყველაფერი, რომ ოდესღაც საფრანგეთშიც რთულად იყო რაღაცები. ყველგან სადაც შევძლებ ყველასთან სადაც შევძლებ ლექსოს გავიხსენებ" - წერს ლეჟავა სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები