"საიტის შეფერხება კარგია, რადგან მოსახლეობის აქტივობა მაღალია“ - დიმიტრი ხუნდაძე
COVID-19 - 18:52, 14 Jul, 2021     1407

დღეს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსურველები საიტზე შესვლას ვერ ახერხებდნენ. აღნიშნულ ფაქტს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, იმდაგვარი, რომ ზოგჯერ გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც იქმნება:

„ვაქცინების კუთხით არჩევანის საშუალება, ხედავთ, რომ ეტაპობრივად იზრდება. ქვეყანაში უკვე შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინაც. მასზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო; შესაბამისად, რეგისტრაციის პროცესიც საკმაოდ გადატვირთული იყო. ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, იმდაგვარი, რომ ზოგჯერ გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც იქმნება. მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთშიც მიდის მუშაობა და პრობლემა უახლოეს საათებში მოგვარდება. მთავარია, რომ აქტივობა არ შევანელოთ, ანუ აცრის სურვილი არის პრაქტიკულად არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა, არამედ სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ხედავთ, რომ „დელტა“ შტამის სიჭარბემ გამოიწვია ბავშვთა ინფიცირების დინამიკის ზრდა. ამიტომ ავიცრათ, თუნდაც იმიტომ, რომ სახლში ბავშვებს ვირუსი არ მივუტანოთ. „მაგრამ თუ კიბერშეტევის რაიმე მცდელობები არის, შესაბამისი დარგის სპეციალისტები ამ მიმართულებითაც იმუშავებენ“, –განაცხადა ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42