"ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში" - რას ყვება 5 ივლისს დაშავებული ფოტოგრაფი
საზოგადოება - 22:53, 13 Jul, 2021     2578

"ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა - მისივე თქმით, მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.

ფოტოგრაფმა "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს.

"სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო.

ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა. ეს არის ყველასთვის დიდი ტრაგედია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და სამართლიანი და დაისჯება ყველა. არამხოლოდ ჩემ ნაწილში, არამედ თითოეული ჩემი კოლეგის ნაწილში, ყველა უნდა იყო დასჯილი სამართლებრივად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ამ შემთხვევაში მაინც იქნება", - განაცხადა ნიკოლიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42