ექიმი ვახტანგ კალოიანი "ტვ პირველის" გარდაცლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, საუბრისას აცხადებს, რომ "სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ეტაპზე რაიმე მსჯელობა წარმოუდგენელია".
ასევე კალოიანი ეხმაურება შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ, ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას და აცხადებს, რომ წინასწარ დასკვნაზე საუბრისთვის გონივრული ვადა დაახლოებით ერთი თვეა.
"სამედიცინო თვალსაზრისით, რაიმე მსჯელობა რაიმე შედეგზე ამ ეტაპზე არის წარმოუდგენელი.
შეიძლება მხოლოდ კითხვები გაიზარდოს... მეორე, რაზე მიგვითითებს ამ მედიკამენტების არსებობა - ის არის ერთი მორფინი, ერთი მისი დაშლის პროდუქტი, არის ერთი ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ტკივილის დროს, არის კანაფის შემადგენელი, აქ თავისთავად არსებობა ამ ნივთიერების არაფერს არ ნიშნავს თუ არ არის გარკვეული მისი კონცენტრაცია თუ არ არის გარკვეული მისი განაწილება ქსოვილებში", - ამბობს კალოიანი "ღამის მთავარში".
მასალის გამოყენების პირობები