"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა დავით კუტალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ჟურნალისტის ცემას და გარდაცვალებას აბრალებენ და მედია დაადანაშაულა.
ბრალდებულის გამოსვლას სხდომათა დარბაზში მსხდომი ჟურნალისტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კუტალაძე სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გაიყვანეს.
მასმედიის წარმომადგენლების გაღიზიანება ბრალდებულის მიერ არაერთხელ ნათქვამმა ფრაზამ გამოიწვია, რომ "ის მოძალადე კი არა, ქართველი ვაჟკაცია და რომ ლექსო ლაშქარავას არაფერი სჭირდა, რადგან შოუებში გამოდიოდა".
"მე არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში, მე ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც ყველა მართალი ადამიანი უყვარდა ყოველთვის.... გავიგე, რომ ჯვრის მოთხრას აპირებდნენ, მე იქ ავედი სამშობლოს დასაცავად და მოძალადის სახელი დამარქვეს. იქ ჩემ შევარდნას პუტინისეული შევარდნა დაარქვეს და ახლა ჟურნალისტის გარდაცვალებას და ცემის ფაქტს მაბრალებენ, მე დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ მე ციხეში გამიშვან",- განაცხადა კუტალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები