ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს დავით კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე.
დაცვის მხარე დაკავებულის მიმართ გირაოს შეფარდებას ითხოვდა. წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება თავად ბრალდებული და აღნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
მასალის გამოყენების პირობები