"ნარკომანი ყოფილა და ღირსი ყოფილა“ - აი, ამ ულმობელ და მდაბალ სენტიმენტზე გათვალეს ყველაფერი...“- სალომე ასათიანი
სოც.მედია - 14:25, 13 Jul, 2021     6057

ჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ გამოაცხადა შს სამინისტრომ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად შესაძლო ზედოზირება:

„მოკლედ, ჩვენში ძალაუფლების ღერძებს თუ შეეჯახე, თუნდაც ირიბად, შენი საქმის კეთებისას, სახელმწიფოს ყველა აპარატი საკონტროლოს გესვრის და გადაგთელავს. “მოქალაქე”, როგორც ცნება, ჩვენში არ არსებობს, “ადამიანი” მით უმეტეს. “სიკვდილის მიზეზი შეიძლება ზედოზირება ყოფილიყო” — აი, ეს განცხადება, “შეიძლებათი”, მაშინ, როცა არანაირი მიზეზშედეგობრიობა არაა და ვერ იქნება დადგენილი, არის სისტემის უდანაშაულო მსხვერპლზე კიდევ წიხლის მიყოლება. ჯერ რა იცით, რატომ დადგა სიკვდილი? რა იცით, რომ სახის ჩალეწილი ძვლები და ტრავმები არ იყო მიზეზი თუ არა, ფაქტორი მაინც? ან დავუშვათ და რამე მართლაც მიიღო, იქნებ, ეგ ტრავმები ტკიოდა, ფიზიკურიც და სულიერიც?? რანაირად შეიძლება, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებული ასეთი ძლიერი ტრავმის ხელაღებით ჩამოწერა? რა ხარისხის სისასტიკეა, როცა სისტემის მსხვერპლს სიკვდილის მერეც ასე წირავს და ათრევს სახელმწიფო? „ნარკომანი ყოფილა და ღირსი ყოფილა“ -აი, ამ ულმობელ და მდაბალ სენტიმენტზე გათვალეს ყველაფერი. იციან, რომ გაჭრის და იმიტომ" - წერს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42