ჩვენს კოლეგას, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი მის სახლში, იოსელიანის 37 ნომერში მიმდინარეობს.
15 საათზე კი დაიწყება გამოსვენება და, მედიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ბოლო გზაზე მას მსვლელობით გააცილებენ
სპეციალურად გაკეთდება დერეფანი კამერებით, საიდანაც ლექსოს ბოლო გზაზე გააცილებენ. ასევე, ჟურნალისტები და ოპერატორები მსვლელობას მოაწყობენ.
"ადამიანი იყო, პირველ რიგში, ძალიან მაგარი და თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი, უზომოდ უყვარდა თავისი საქმე. ამდენი ადამიანი რომ თავში გირტყამს, იქ თუ შეიძლება შეკითხვა კიდევ დასვა, რატომ გარდაიცვალა, ჩემი აზრით, ამ დროს შეკითხვა საერთოდ ზედმეტია.
იმედი მაქვს, უბრალოდ, რომ გამოიძიებენ სრულად ამ ფაქტს და აბსოლუტურად ყველა, ვინც რამენაირად დამნაშავე არის, შესაბამის სასჯელს მიიღებს. ვინმემ უნდა აგოს ამაზე პასუხი, არავის არ უნდა სცემდნენ ქუჩაში, არანაირი მიზეზით, არც ოპერატორს და არც სხვას," - აცხადებს "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი რომა ტარუღიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






