ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, ამიტომ საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების მობილიზება. მისი თქმით, მცირეწლოვნებში კორონავირუსის გავრცელების რისკები უფრო და უფრო იზრდება:
"გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა არის ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე", - აცხადებს გაბუნია.
მასალის გამოყენების პირობები






