დეკანოზი ზაზა თევზაძე: ჟურნალისტები აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით
საზოგადოება - 22:49, 12 Jul, 2021     1649

ჟურნალისტები აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით - ასე მიმართა დეკანოზ ზაზა თევზაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ადამიანებს ტრიბუნიდან:

"თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მოვალე ხართ, ეს მძიმე რეალობა შეცვალოს. ამას ჩვენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რისთვისაც ვართ გაჩენილები და მოწოდებულები.

მე მინდა მადლობა და დიდი პატივისცემა გამოვხატო თითოუელი თქვენგანის მიმართ, რომლებიც მზად ხართ დადგეთ და გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. ასევე მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჟურნალისტების მიმართ. ჟურნალისტებზე აღმართული ხელი ეს არის ჩვენს თვალზე აღმართული ხელი. ისინი არიან ჩვენი თვალი და ყური ჩვენი, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი. ამიტომ პატივი უნდა დავდოთ მათ, ისინი აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით. ყველაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს - 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი და რომლის თვალებიც იყო სამიზნე. თვალები არის სახე და სიმბოლო ცნობიერების.

მე მინდა ამავდროულად ვთქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როგორც მოძღვარმა, როგორც ეკლესიის მასწავლებელმა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე, ეს არის მოციქულების დღე (პეტრეს და პავლეს ხსენების დღე) და მოციქულები არიან ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან, მათ შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამაინებს შორის. კარგად გავიგოთ, კარგად შევიმეცნოთ, იმიტომ რომ სამყარო როგორიც იყო, ასეთი არ ყოფილა. კანიბალიზმიდან სხვა იდალებს ვესწრაფვით და ეს უნდა განხორციელდეს. ეს არ არის შორს ჩვენგან. ჩვენ გვჭირდება რწმენა. არ უნდა დავიბნეთ, უკან არ უნდა დავიხიოთ. უკან გზა არ არსებობს. მხოლოდ წინ, ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისკენ. ჩვენ გავიმარჯვებთ, აუცილებლად!"-თქვა სასულიერო პირმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42