ვახო სანაია - რუსთაველს არავის დავუთმობთ, დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე - ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას
საზოგადოება - 20:14, 12 Jul, 2021     2961

„ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ქართული მედია საბოლოო გამარჯვებამდე რუსთაველის გამზირზე იქნება.

მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება და სწორედ დღეს პარლამენტის წინ მდგარი ადამიანები „ჩაიბარებენ“ მთავრობის მეთაურის გადადგომას.

„კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ. ეს ხალხი დაიცავს ლექსოს უფლებებს, ეს ხალხი გიპასუხებს შენ, რომელიც დაქოქილი რობოტივით ლაპარაკობ, რომელმაც დღეს შიაგინა მთელ მედიას და ჩვენ ამას არ გაპატიებთ. მე გაგახსენებთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ არსად წავიდოდა, სად არის ის დღეს? - არ არის თანამდებობაზე, ზუსტად ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი წავა თანამდებობიდან და ამას გავაკეთებთ ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ, ვინც არის ტელეეკრანებთან. უამრავი ადამიანი გვიერთდება. ჩვენ დავდებთ ამ შედეგს, ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას“, - განაცხადა სანაიამ.

ვახო სანაიამ ხმამაღლა გააჟღერა მედიასაშუალებების იმ თანამშრომლების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების გაშუქებისას დაშავდნენ. სანაიას თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე მოსაკლავად დასდევდა.

„საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა გააკეთა. ისინი დღეს სახელმწიფო დანაშაულში ჩვენ გვადანაშაულებენ. მე წავუკითხავ მთელ მსოფლიოს იმ ადამიანების სახაელებსა და გვარებს, რომელთაც თქვენ აქ მოსაკლავად იმეტებდით.

სწორედ ეს ხალხი დაგასრულებს შენ, ვინც ამ მოედანზე იდგა და თავის მოვალეობას ასრულებდა. პრემიერ-მინისტრო, შენ ამ ხალხს დაჰპირდი სიკვდილს და შენ ეს ხალხი გიპასუხებს ისე, როგორც საჭიროა.

ან თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, ან ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და თუ ჩვენ არ ვიქნებით, ამ ქვეყანაში ჩამოწვება წყვდიადი და წყვდიადი არ არის ის, რისთვისაც ვცხოვრობთ, ვზრდით ჩვენს შვილებს, წყვდიადი არ არის ის, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენ გავანათებთ რუსთაველს, ჩვენ დავამარცხბთ ბროტებას, უსათუოდ დავამარცხებთ!“- განაცხადა ვახო სანაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42