"ის მიიღეს რაც უნდოდათ!“ – რას ამბობდა დაკავებამდე დავით კუტალაძე გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავაზე (ვიდეო)
საზოგადოება - 13:07, 12 Jul, 2021     4325

"სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი , აქტივისტი დავით კუტალაძე დააკავეს - მას გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

11 ივლისს, როცა გავრცელდა ინფორმაცია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ, დავით კუტალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მას ლაშქარავას ცემასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მეტიც, კუტალაძე ამტკიცებდა, რომ ამის დამადასტურებელი კადრები არ არსებობს და ტუ ვინმე ამ ფაქტს არ დაადასტურებს, სიცოცხლით აგებინებდა პასუხს.

"ის მიიღეს რაც უნდოდათ. პირველ რიგში, ადამიანს თუ რამე ჭირდა, საავადმყოფოდან რატომ გამოწერეს? პირველი კითხვა ეს მაქვს და რაღაც ვიდეო გამომიგზავნეს, სადაც დედამისი ამბობს, რომ ადამიანს არაფერი აღენიშნებოდა. დებს ბალიშზე თავს და გარდაცვლილს ნახულობენ მეორე დღეს. თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რატომ გამოწერეს საავადმყოფოდან? – დედამისი აცხადებს რომ არაფერი არსჭირდა და მეორე დღეს არის გარდაცვლილი.

ვინც ახლა რამეს იტყვის ჩვენზე, ოფიციალურად მოვითხოვოთ კადრებს, სადაც არის გადაღებული, რომ ჩვენ, ჩვენმა ბიჭებმა ჟურნალისტებზე ვიძალადეთ, ვინც ამას არ დაადასტურებს. მისი სიცოცხლით ვაგებინებ პასუხს, ვინც ჩვენ დაგვაბრალებს ვინემსთან შეხებას. საავადმყოფოდან გამოწერეს ადამიანი 3-4 დღის შემდეგ, იღვიძებს გარდაცვლილი ჟურნალისტი და ადამიანი მოკლესო…ესაა თქვენი სიმართლე და რეალობა. ესაა ნამდვილი სახე.

ახლა ყველა გამოიშვერს ხელს იმ ბიჭებისკენ, რომლებიც რუსთაველზე ჯვარს და ღირსებას იცავდნენ, რადგან ვერაფერი მოუფიქრეს ახლა იტყვიან, რომ ჟურნალისტი, რომლიც სახლში გარდაცვლილი ნახეს, აგენმა გალახესო… კადრები არ აქვთ, არანაირი შეხება არ აქვთ და ამას კადრულობენ უკვე…

ღმერთო შენ მიეცი ქართველ ხალხს გამძლეობა ამ წურბელა ადამიანებისგან…

გავაზიარებ ახლა ვიდეოს დედამისი ამბობს, რომ არაფერი აწუხებდაო… მაგრამ რად გინდა 21-ე საუკუნეა, დაგისხამენ ბალიშზე რაღაცას და დამდნარი გაიღვიძებ საწოლში, ისეთი დროა მოსული…

თუ მართლა ასეთ დღეში იყო ადამიანი რეანიმაციაში ხომ იქნებოდა, ატრიალებდნენ კადრებს, მაგრამ ამ ბიჭებთან მისასვლელი გზა ნახე ს ამ ადამიანის მეშვეობით. ჩვენ ჩვენს სულისკვეთებას ჩვეულებრივ განვაგრძობთ.

საქართველოში ერთი ატომური სადგური არ გაქვს აშენებული, ჩვენი მუშტით და ხმლით მოვედით აქამდე. ჩვენ გვარქმევენ მოძალადეებს ადამიანებს, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის იბრძოდა ხალხი, უღირსებს არ ჩავატარებინეთ „ღირსების მარში“…

ჩვენ რომ დაგვიჭირეს ყველაფერზე შეგვამოწმეს თითი ხომ არ გაქვს გაჭრილიო და ადამიანი თუ ასე მძიმედ იყო ნაცემი, ვინ გამოუშვებდა საავადმყოფოდან. ადამიანი საწოლში ნახეს გარდაცვლილი მეოთხე- მეხუთე დღეს. რაც უნდოდათ მიიღეს. გაავრცელეს ხმა, რომ აი, ჟურნალისტი მოკლეს..

ერთი კადრი დამანახონ, სადაც მე მაგათ შევეხე და ქალზე ვიძალადე.

მე ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის ყველგან წავალ. ბორჯომშიც ჩავედი, ნამახვანშიც ვიყავი და იმ ადგილზე და არასდროს შევჩერდები…ახლა მედიას გარდაცვლილი ჟურნალისტი ჰყავს და დაატრიალებენ ამ კადრებს, მაგრამ მე ვერ მანახებთ კადრებს, სადაც ამ ჟურნალისტს ხელით შევეხე.

სადაც ქართული იქნება დასაცავი ყველგან დავდგებით. 100 ათასი მოწამე გვყავს, რომელსაც თავი მოკვეთეს და წყალი შეიღება. ღმერთმა გაანათლოს ყველა ვაჟკაცის სული, ვისაც როგორ ეკუთვნის ისე.

ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, მე ეს ლაივი რომ არ ჩამერთო არ შემეძლო, ისე ვაგრძელებ ჩემს საქმეს ისევ ისე.

რას ვამბობდი დილით. მაგენს გარდაცვლილი არ ჰყავთ და რა დღეში არიან. მთელი მედია ჩვენკენ მოდის. თუ ვინმეს შოუები აქვს და სექტა არის ყველა გადასულია უკანალის ლოკვაზე… რა სპექტაკლიც დადგეს… ღმერთთან აგებს ყველა პასუხს…ღმერთმა დალოცოს საქართველო და გამძლეობა ჩვენს ბიჭებს“ ,- ამბობს კუტალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42