პაშა ბანკმა წინანდლის მამულში სასტუმრო "პარკ ჰოტელის“ მშენებლობა სრულად დააფინანსა
საზოგადოება - 12:59, 12 Jul, 2021     1012

პაშა ბანკმა საქართველომ სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ მშენებლობა სრულად დააფინანსა. წინანდლის ისტორიულ მამულში, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ 2019 წელს სილქროუდ ჯგუფმა გახსნა.სასტუმრო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობს.

თანამედროვე ახალგაზრდების გემოვნებასა და მოთხოვნებზე იდეალურად მორგებული სასტუმრო, წინანდლის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის მთავარი მასპინძელიცაა. შესაბამისად, „პარკ ჰოტელის“ კონცეფციად სწორედ მუსიკა, სტრიტ-არტი, კაშკაშა ფერები და მინიმალისტური, საინტერესო დიზაინი იქნა არჩეული.

“პარკ ჰოტელი” ჭავჭავაძეების სასახლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროა, რომელსაც გარშემო მრავალსაუკუნოვანი ხეებით გაშენებული პარკი აკრავს. სასტუმროს ინტერიერზე ქართველმა დიზაინერმა - თამარ ვალიშვილმა იმუშავა. სასტუმროს გარკვეული ნაწილის კედლების მოხატვაზე ქართველმა მხატვარმა ქეთი დავლიანიძემ იზრუნა.ინტერიერის მოხატვაში ასევე ჩართული იყო მხატვარი გიორგი ქაცარავა. მისი მთავარი მიზანი იყო თითოეულ ნომერში განსხვავებული კედლის შექმნა, რომელიც რაღაც ფორმით სტრიტ არტს და მუსიკას გააერთიანებდა. მან განვლილი საუკუნის კლასიკოსების პორტრეტები სტრიტ არტის თანამედროვე ხასიათთან თანხვედრაში მოიყვანა.

წინანდალი კახეთში, თელავის რაიონში მდებარე სოფელია, რომლის დიდი ნაწილიც, საუკუნეების განმავლობაში, ჭავჭავაძეების საკუთრება იყო.ჭავჭავაძეების სასახლე, დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ის მრავალი ფესტივალისა თუ კულტურული ღონისძიების მასპინძლია.

„დიდი სიამოვნებით ვაგრძელებთ პაშა ბანკთან თანამშრომლობას, რომელიც გვერდში გვედგა ძალიან წარმატებული სასტუმროს - „პარკ ჰოტელ წინანდლის მამულის“ შექმნაში. ჩვენი საერთო ინიციატივის საფუძველი არის სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარება. „პარკ ჰოტელი“ არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ხედვისაკენ, რომელიც ემსახურება რეგიონალური მხარეების პოზიციონირებას, როგორც ხარისხიანი ტურისტული ლოკაცია. ასევე, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა იორდი ქუითიმ, სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნისეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი კომპონენტია. მოხარულები ვართ, რომ პაშა ბანკს მიეცა საშუალება წვლილი შეეტანა ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროს განვითარებაში. „პარკ ჰოტელი“ ნამდვილად გამორჩეული პროექტია, რომელიც გახსნის დღიდან ძალიან წარმატებულად ასრულებს დასახულ მიზნებს. პაშა ბანკი მხარს უჭერს ბიზნეს გარემოს განვითარებას საქართველოში და იმედი მაქვს, მომავალშიც შევძლებთ წარმატებულად განვახორციელოთ ისეთიპროექტები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს“, - განაცხადა ზვიად ქაჯაიამ, კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის ხელმძღვაბელმა.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42