"ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშმა, ამ ქვეყანაში ჯერჯერობით უნდა იცხოვროს " -რას წერს ლექსო ლაშქარავას მეუღლე
საზოგადოება - 12:33, 12 Jul, 2021     2047

ტვ "პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას კორექტულობისკენ მოუწოდებს, უპირველეს ყოვლისა მათი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამასთან, ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანის ფორმების გამო ირინა ლომსაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს.

"ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომოსთვის. სამწუხაროდ დღეს ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ასევე ყველა დანარჩენს მოვუწოდებ კორექტულობისკენ. ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშმა, ამ ქვეყანაში ჯერჯერობით უნდა იცხოვროს ! რა პოზიციაც არ უნდა გეკავოთ, დამეთანხმეთ, რომ ლექსო დღეს არის მსხვერპლი! უკვე ცხადია იმ მოძალადე ჯგუფების პოზიციები დღევანდელი ამბის გაშუქების დასაწყისშივე... ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო. 5 ივლისიდან დაწყებული, მე პირადად როგორ შოკურ მდგომერეობაშიც ჩავვარდი, დღეს ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო. ოჯახს, ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მე ვერ დავარქმევ სახელს ! არ ვიცი... მეტად უფრო არაპროფესიონალიზმია პირველ რიგში...

თუმცა სხვა საკითხებიც არსებობს და ამაზე ამ წუთებში არ შემიძლია საუბარი. რა შედეგიც არ დაიდება საბოლოოდ... ეს არ მოხდებოდა! არაააა !!! იურიდიულად ატრიალეთ როგორც გინდათ ...არ მოხდებოდა რომ დაგეცვათ !" - წერს გარდაცვილი ოპერატორის მეუღლე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42