ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ - მეუფე ანტონი
საზოგადოება - 21:17, 11 Jul, 2021     5368

მეუფე ანტონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართავს.

" ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ" - ამ სიტყვებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის შეფასებისას ამბობს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"მერიკის და ევროკავშირის საელჩოებს

რატომ უქნევთ თითს ქართველ ხალხს, ჩვენს ღირებულებებს .....

რატომ ფუთავთ უზნეობას ზნეობრიობის მანტიაში. გველს რომ ბულბულს არქმევთ , ნუთუ ფიქრობთ თქვენს გაწვრთნილობას და დახვეწილობას სასაუბრო ენაში ეს „ბნელი ხალხი „ ვერ მიგიხვდებით?

კარგი დიპლომატიური კურსები გაქვთ გავლილი, შეისიხლხორცეთ რომ; დიპლომატია არის ხელოვნება იმისა თუ როგორ აჭამო სხვას ნეხვი ისე რომ დანარჩენს პირში მარწყვის გემო დარჩეს და მჭამელმაც ამტკიცოს ნამდვილად მარწყვიაო...

საბჭოთა კავშირის დროს, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერ განყენებულ

საკითხზე, დასაწყისში აუცილებლად უნდა გეხსენებინა სკპპ- ამა და ამ და ყრილობის ... და ა.შ.

ვამჩნევ ნებისმიერი ჩვენი მოაზროვნე, ხელისუფალი, სასულიერო პირი თუ უბრალოდ პატიოსანი ადამიანი რომ გამოდის, ჯერ აუცილებლად უნდა იხმაროს ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, რა ძალადობა, ვინაა ძალადობის მომხრე, იცითმ როდესაც კაცს თავისმართლების რეჟიმში აგდებთ მოგებული ხართ. თუ ვინმეა მოძალადე ეგ თვენ ხართ, აბსოლიტურ უმრავლესობას ძალადობრივად თავს რომ ახვევთ თქვენს გამრუდებულ შეხედულებებს.

რაიო? შეურაცყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა , რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო. რა გამოგილევთ გვარამიებს, უგულავებს, ფსევდო ჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უმგვანო დიაცთ რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა... მაგრამ იცოდეთ ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხდებით უკვე ყველაფერს...

ძალიან მოტრფიალე ვიყავი ევროპული და ამერიკული ღირებებულებების, ვაქტუირობდი კიდეც, ეპარქიაში პირველმა დავაარსე ევროკლუბი „სურიონი“ (რომელსაც უახლოეს დღეეში დავხურავ - თქვენი შემხედვარე).

ბავშვებს ვუხსნიდი - ევროპამ შეიმეცნა, რომ ცხოვრების არსი, პირადი კეთილდღეობა კი არა, კარგ და ჯანსაღ საზოგადოებაში ცხოვრებაა...

თქვენ კი გინდათ დაგვარწმუნოთ რომ ჯანსაღი საზოგადოება გაყვრილებასთან ერთად თანაცხოვრებაა, რომ გველი ბულბულია და ნეხვი - მარწყვი. უკაცრავად თქვენი იყოს, მიტომ გვაფინანსებთ და გვეხმარებით , რომ ეს მოგვახვიოთ თავზე?

სულ ვფიქრობდი და ვერ გამეგო რაში გაძლევთ ეს ხელს, განა ის არ უნდა ერჩივნოთ-თქო რომ, ზნეობის, ვაჟკაცობის იდეალების მატარებელ ხალხთან არ უნდა უჯობდეთ ურთიერთობა ? თქვენი მწერლობა ყველა ნაწარმოებებში, თქვენი ფილმები, ხომ პატრიოტობის, მამაკაცური და ოჯახური ღირებულებებითაა გაჟღენთილი, როდის გადაგვარდით რა დაგემართად, რა უქენით თვენს საზოგადოებას, კულტურას, ხელოვნებას, როგორ დააჩმორეთ ოჯახები, მამაკაცები, რა უქენით თვენს ხალხს.

პარიზის და სხვა დიდი ქალაქების მერად რომ გარყვნილებს აირჩევს იქ ოჯახები და მამაკაცები ცხოვრობენ?

ვიმეორებ, როგორ დააჩმორეთ საზოგადოება, არ გაგივათ ესეთები აქ ქუდზე კაცი გამოვალთ,რომ კანონმდებლობით აიკრძალოს გეიპარადები და მათი პარპაში, ბაღებში სკოლებში, საზოგადოებრივ სახალხო -კულტურულ სივრცეებში.

სულით ხორცამდე მჯერა, რომ არც თვენ მოგწონთ ეს მაგრამ ისეთ სისტემაში შეებით უკან გზა არ გავთ და

ერთი გამოსავალი დაგრჩათ იმსგავსოთ ხალხი და ქვეყნები!!!

მივხვდი და უტყუარი დასკვნა გამოვიტანე : ზნეობრიობის და ვაჟკაცობის იდეალებზე გაზრდილთ, ვერ მოახვევ თავს აღვირახსნილობას, სიბილწეს, დაე გაიხრწნან, მივცეთ გასართობები, „თავისუფლება“

კარგად გაქვთ შეთვისებული, რომ „თავაშვებული ცხოვრება დედაა აღვირახსნილობისა და ბებია უზნეობისა“.

იცით, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს (სამოთხე განათებულია - უქრთამოდ!).

ჩვენ რუსეთს უთხარით უარი, დაგვიმარტოხელეთ და ალერსით გაბრუებულებს და საკენკით მიტყულებულებს

გინდათ მოგვახვიოთ თქვენი მრუში- ბილწი და გარყვნილი იდეალები. გინდათ შეძვრეთ ჩვენს ბაღებში, სკოლებში იქ გინდათ ასწავლოთ და ვადაზე ადრე „გაუნათოთ“ გონება ბავშებს. პირველი ღილი გინდათ

შეუბნიოთ არასწორად დანარჩენი იცით თავისთავად წავა...

ნუ გავიძულებთ დამარტოხელებულებმა ნაცნობ ჭირთან ყოფნა ვირჩიოთ.

გულში ლახვარი სჯობს, უკანალში ლახვარს!

თქვენასვით დახვეწილად და დიპლომატიურად ვერ გწერთ და ასისინდებიან ეხლა ვისაც ღილები აუბნიეთ და პირში მარწყვის გემო დაუტოვეთ., ზოგს ენა არ მოეწონება, ზოგს სურათი ზოგს კიდე რა..."- წერს ის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42