ეკა მიშველაძე: ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა, როგორია გაბრაზებული მედია
საზოგადოება - 19:51, 11 Jul, 2021     1873

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ იქ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

მან თქვა, რომ ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანას მომავალი არ აქვს.

ჟურნალისტმა ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ მათგან მედიას წიხლის მეტი არაფერი მიუღია:

"ქვეყანას მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში. ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვს, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს ხოცავენ და ლექსო მოკლეს.

და არანაირ პრესკონფერენციას, არანაირ ექსპერტიზას აზრი არ აქვს.

თქვენსას არაფერს არ გავაშუქებთ, იმიტომ რომ თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს. და ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა. ახლა გაჩვენებთ იმას, რაც ვერავინ გააკეთა 9 წლის განმავლობაში. ამას ჩვენ გავაკეთებთ. მედია გააკეთებს. გაჩვენებთ, როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომელიც გიფრთხილდებოდათ, რომელიც ეთერში გიწვევდათ და თქვენ არ მოდიოდით. თქვენგან წიხლის გარდა არაფერი მიგვიღია. და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი. ამას ვერ გაამართლებთ, უნდა წახვიდეთ, უნდა დამთავრდეთ, უნდა დასრულდეს. ღარიბაშვილო, უნდა გეყოს ძალა. თუ გინდა, გქონდეს მომავალი, წადი. წაიყვანე შენი მარიონეტები, ბიძინა ივანიშვილო.

და სამღვდელოებავ, ისინი, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, თქვენ არ გაქვთ უფლება, ილაპარაკოთ ღმერთის სახელით. გაიკრიჭეთ წვერი და თქვენც წადით, არც გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ. იმიტომ, რომ სამარცხვინოები ხართ" - ამბობს ეკა მიშველაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42