ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, ჩნდება კითხვები რატომ ეჩქარებოდა უწყებას გარდაცვლილი ოპერატორის ექსპერტიზაზე გადასვენება და რატომ გააკეთეს ეს ძალის გამოყენებით ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ:
"პასუხისმგებელი არის ყველა ვინც გააკეთა ეს , ვინც დაგეგმა ეს, ვინც წააქეზა და წაახალისა, გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, რომ მე ერთი ადამიანი ყველაფერს გავაკეთებ რომ პასუხი აგოს ყველამ, პოლიტიკურმა, რელიგიურმა თუ ქუჩაში გამოვარდნილმა ბიჭებმა.
"სად ეჩქარებოდათ ცელოფანში რომ ჩატენეს მისი ცხედარი, ლიფტში რომ შეიტანეს. სად გეჩქარებოდათ რატომ გადაწყვიტეთ ესეთი სიჩქარე რისი დაწერა უნდათ?
უნდა იცოდეთ სანამ აიღებთ მიკროფონს ხელში, რომ ქუჩაში რომ გახვალთ წახალისებულმა ჯგუფებმა ვირაცას შეიძლება არ მოეწონოს რეპორტაჟი ან გამომეტყველება და მოგკლან", - ამბობს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






