"ძალიან ამაყი იყო, რომ მან ეს შეძლო, დღეს ის დამარცხდა" - კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელსაც 14 დღის ჩვილი დარჩა
COVID-19 - 00:11, 11 Jul, 2021     2486

თბილისში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი, ქეთევან ისაკაძე გარდაიცვალა. მას 14 დღის შვილი დარჩა. ინფორმაციას გარდაცვლილის მასწავლებელი ნონა სალაღაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემი მოსწავლე იყო, სულ რამდენიმე თვე. ეს სურათი მისი გვერდიდან უნებართვოდ ჩამოვტვირთე, იმედია, მაპატიებს. ასეთი სინატიფე იშვიათად მინახავს, ყოველი მისი მოსვლა ისე მიხაროდა და თან იყო უზომოდ თავმდაბალი, კეთილი და კეთილგანწყობილი.

ორი კვირის წინ იმშობიარა და ძალიან ამაყი იყო, რომ მან ეს შეძლო. დღეს ის კოვიდმა დაამარცხა. ისეთი შოკია, ისე მტკივა ქეთი, ისეთი უსამართლო ყოფილა ბუნება შენ მიმართ, მაშინ როცა მეგონა, რომ არაფერი არ დაენანა და ყველა სიკეთე შენ დაგაბერტყა თავისი კალთით. მშვიდად განისვენე ალბათ ზეცაში მოგიხდიან ბოდიშს, რომ საკუთარ შვილს ასე სასტიკად მოგაშორეს.​ მენანები, საოცრად მენანები.“- წერს პედაგოგი.

„დღეს ეს გოგო გაფრინდა… არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო… კოვიდმა დაამარცხა, არა და 2 კვირის წინ დედა გახდა, ისე უხაროდა, ისე ელოდა თავის ნანატრ შვილს და კოვიდმა არ აცადა ბედნიერება… აიცერით ხალხნო, გული მაქვს გახეთქვაზე, ასეთი ჯოჯოხეთი არ მინახავს, უდიდესი ტრაგედიაა ქეთის სიკვდილი! ცრემლები მახრჩობს, ქეთი.

მეგობრებო, არ ვაპირებდი თქვენს დამძიმებას, მაგრამ როგორც ჩანს სანამ მსგავსს ტრაგედიას არ წავაწყდებით, მანამდე ხალხს კოვიდის არ სჯერა! უნდა ვაზიაროთ სანამ არ შევიგნებთ იმას რომ აცრაა ჩვენი ერთადერთი გამოსავალი! უმორჩილესად გთხოვთ, აიცრათ და ავირიდოთ მსგავსი უბედურება.” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42