ჟურნალ "ექსკლუზივის" ახალი ნომერი საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს ეძღვნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:25, 19 Dec, 2013     6623

საქართველოს ბეჭდურ მედიაში ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებს არცთუ ფართო გაშუქება ეძლევა. ბიზნეს - ანალიტიკური ჟურნალი "ექსკლუზივი", ყოველი ნომერში მკითხველს მრავალფეროვან მასალას აწვდის სხვადასხვა წარმატებულ თუ დამწყებ ბიზნეს-ორგანიზაციებზე. "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ესაუბრა ჟურნალის დაფუძნებელსა და მთავრ რედაქტორს, ეკატერინე ბლიაძეს, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ მკითხველს მომავალშიც არერთ სიახლეს სთავაზობს.

- ქალბატონო ეკა, გამოდის ჟურნალ "ექსკლუზივის" მე-10, საიუბილეო ნომერი, თუ შეიძლება მოკლედ გვესაუბრეთ მის შესახებ.

- მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც საშუალება მოგვცეს, რომ გამოსულიყო ჟურნალ "ექსკლუზივის" საიუბილეო, მეათე ნომერი.


აღვნიშნავ, რომ ეს მეტად ღირშესანიშნავი ფაქტია. ზოგადად, საქართველოში გამომავალი ჟურნალები სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, ხოლო ჩვენი ჟურნალი ბიზნეს-ანალიტიკური გახლავთ. სწორედ ჩვენმა მუდმივმა პარტნიორებმა, მათთან საქმიანმა ურთიერთობამ მოგვცა საშუალება, რომ ასეთი წარმატებით გამოგვეცა მეათე ნომერი. არც ისე დიდი ხანია რაც ჩვენი ჟურნალი შემოვიდა ქართულ ბაზარზე, მაგრამ მოხარული ვარ რომ საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან ასეთი ჟურნალის არსებობით და წარმატებით თანამშრომლობენ ჩვენთან.


რაც შეეხება ამ ნომერს, იქნება განსხვავებულ თემებზე საუბარი, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, გვექნება ინტერვიუები კომპეტენტურ ადამიანებთან, რომლებიც ისაუბრებენ ბიზნესის სფეროში დღეს არსებულ მდგომარეობაზე.


- თუ შეიძლება გაგვაცანით რა სიახლეები იყო წელს ჟურნალში და რა შესთავაზეთ მკითხველს განსაკუთრებული?


- ჩვენ, გარკვეულწილად შევცვალეთ ჟურნალის თემატიკა. თავიდან ჟურნალი "ექსკლუზივი" მოიცავდა მასალებს მხოლოდ თბილისში მოქმედი კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არ იყო საკმარისი და რამოდენიმე ნომერი გამოვუშვით რეგიონებში არსებულ კომპანიებზე. ჩვენ ყურადღება ამჯერად საკურორტო ზონებზე გავამახვილეთ, კერძოდ, აჭარის რეგიონზე, შემდეგ გამოვიდა ნომერი სამთო კურორტების შესახებ. ხოლო წინა, მე-9 ნომერი გამოვიდა მთელს საქართველოში არსებულ საკურორტო რეგიონების ბიზნესგარემოს მდგომარეობას განიხილავს.


მინდა ვთქვა, რომ ამ ნომერში ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ინფორმაციას საქართველოშ არსებულ ღირშესანიშნავ ადგილებზე, სასტუმროებსა და სხვა სახის სერვისზე, რომლითაც მსურველს შეუძლია ისარგებლოს.


აღსანიშნავია, რომ ეს ნომერი ორენოვანი გახლდათ და, შესაბამისად, იგი საინტერესო იქნება უცხოელი სტუმრევისთვისაც - ჩვენი ჟურნალი საქართველოს საკურორტო ზონების ყველა სასტუმროშია ხელმისაწვდომი.

- რა სიახლეები იგეგმება მომავალ წელს, ხომ არ აპირებთ ჟურნალის გამოსვლის ვადის შემცირებას?


- ჩვენ 2013 წელს გამოვეცით ხუთი ნომერი და ჩვენ ვაპირებთ ჟურნალის გამოსვლის ინტერვალი შვამციროთ. ჟურნალი გამოვა ორ თვეში ერთხელ, შესაძლებელია თვეში ერთხელაც ჯერჯერობით ზუსტად ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ. ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და ჩვენი რედაქცია ყველანაირად შეეცდება, რომ ჩვენი გეგმები და სურვილები განხორციელდეს.

სიახლეებს რაც შეეხება, ჩვენ შემდეგ სიახლეებს შევთავაზებთ მკითხველს: ჩვენ უფრო ფართო თემატიკას გავაშუქებთ, რაც დამოკიდებული იქნება, თუ როგორი ბიზნესგარემო იქნება ჩვენს ქვეყანაში. თუ საქართველოში ბიზნესი გაძლიერდა და სხვდასხვა მიმართულების კომპანიებმა წარმატებით განაგრძეს მუშაობა, ჩვენც მეტ მრავალფეროვან საკითხებს მიმოვიხილავთ.


- თქვენ ახსენეთ მუდმივი პარტნიორები, თუ გსურთ დაგვისახელოთ, თუ რომელი კომპანიები თანამშრომლობენ თქვენთან?


- განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში ახლად შემოსულ კომპანია "ეკოლოსს", რომელიც არის ჩვენი გენერალური სპონსორი, მას არასდროს უწარმოებია სარეკლამო კამპანია საქართველოში, მადლობა ამ კომპანიას ნდობისათვის. ასევე, მადლობას ვუხდი: კომპანია ”ოპ-არტს”, “გეორგინას”, ჩვენს გენერალურ სპონსორს კომპანია “იფანს”, კომპანია “ათასოი ჯორჯიას”, გერმანულ თვალის კლინიკას. ეს კომპანიები ჩვენი მუდმივი და ერთგული პარტნიორები გახლავთ.


- და ბოლოს, როგორ ვრცელდება თქვენი ჟურნალი?


- ჩვენი ჟურნალი არ იყიდება, იგი ურიდგება დაინტერესებულ მკითხველს. ამას მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი. ეს უფრო გვიადვილებს პარტნიორებთან ურთიერთობას. ჩვენ ვაძლევთ მათ მეტ გარანტიას, რადგან როდესაც ჟურნალი გაყიდვაშია, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზის გამო იგი ვერ მივიდეს მკითხველამდე, დარჩეს გაუყიდავი. ჩვენს მიერ არჩეული საშუალება კიდევ იძლევა იმის სრულ შესაძლებლობას, რომ თითოეული ჟურნალი მიაღწევს მკითხველამდე.


ჩვენი ჟურნალი თბილისში არსებულ ყველა ბიზნესობიექტს ურიგდება და რაც ყველაზე მთავარია, იგი ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროთი დაინტერესებული ყველა ადამინის სამაგიდო ჟურნალად იქცევა ხოლმე.


ჩვენ გვინდა ვუთხრათ მკითხველს, რომ ამიერიდან, ეს ჟურნალი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდება: ჟურნალი "ექსკლუზივი" საქართველოს ყველაზე მაღალმთიან - სვანეთის რეგიონშიც კი ვრცელდება.


- დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.


ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42