ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ვარდუაშვილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები და რუსთავის პოლიციის მაღალჩინოსნები მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დახმარებასა და მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მხარდაჭერას სთხოვდნენ, რაც არ შეასრულა, შედეგად კი დააკავეს.
ოჯახის წევრების თქმით, "ზეწოლის განხორციელება დაიწყეს მას შემდეგ, რაც სთხოვეს არჩევნებში დახმარება და უარი მიიღეს, ამის შემდეგ კი მანქანაში მოსასმენი მოწყობილობა ჩაუყენეს".
ბრალდებული და ოჯახის წევრები კონკრეტული სახელების დასახელებისგან ამ დროისთვის თავს იკავებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მომავალში მათი ვინაობა ღიად დაასახელონ.
ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს რამდენიმე დაკავებულის ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილიც.
მისი თქმით, ამ ადამიანების მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა პოლიციელებისა და ბრალდების მხარის მხრიდან, რომ რაღაც გაურკვეველი დანაშაულებები ეღიარებინათ და ნაცვლად ამისა, მათ არ წაუყენებდნენ ბრალს ქურდული სამყაროს წევრობაზე
მასალის გამოყენების პირობები