კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და საქართველოში მედლებით დავბრუნდებით
სპორტი - 13:47, 10 Jul, 2021     1272

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიას დაესწრო და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოლიმპიური თამაშები წელს განხვავებულ ფორმატში, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატებები გისურვოთ. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი. ვიცი, რამხელა დატვირთვა და როგორი შეგრძნებაა. თქვენ მარტო არ ხართ. იცოდეთ, რომ თქვენ უკან სრულიად საქართველო დგას. ეს ოლიმპიადა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება, რადგან გულშემატკივრები არ დაიშვებიან. მესმის, რამდენად რთულია გულშემატკივრის გარეშე ასპარეზობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საქართველოდან გეყოლებათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი - სრულიად საქართველო. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ დიდ გამარჯვებას და მედლებით დავბრუნდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ქარველ სპორტსმენებს ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენი სახით, გამორჩეული სპორტსმენები გვყავს. წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. დავიტრაბახებ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მედალი მივიღეთ. ასეთი რამ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ეს თქვენი დამსახურებაა. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა წინა თაობის სპორტსმენებს, წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც მთელი ჩემი ბავშვობა ვუყურებდით, ვგულშემატკივრობდით და ჩვენი სტიმული იყვნენ. დღეს თქვენ შემოგცქერით მომავალი თაობები, ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმატებები მათთვის დამატებითი სტიმული იქნება, რათა ისინიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულები იყვნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42